ჩვენ შესახებ » RUBICON - სამშენებლო კომპანია ბათუმში!



ჩვენ შესახებ

 
 
 ყველაფერი დაიწყო 2008 წელს.  წარმატებულმა ბიზნესმენებმა გადაწყვეტილება მიიღეს თავისი წვლილი შეეტანათ ქ. ბათუმის  ინფრასტუქტურულ განვითარებაში და კაპიტალდაბანდება განეხორციელებინათ უძრავი ქონების ბიზნესში. ამ მიზნით ჩამოყალიბდა სამშენებლო ჯგუფი, რომელმაც თავისი პირველი პროექტი განახორციელა ქ. ბათუმში ფარნავაზ მეფის 133-ში. პირველივე მცდელობა  წარმატებული გამოდგა, მრავალბინაიანი საცხოვრებელი სახლი არქიტექტორული მშვენიერების, ბინების შიდა გეგმარების და მშენებლობის ხარისხის ურთიერთშეჯერებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის მიერ პროექტი შეყვანილი იქნა წარმატებული სამშენებლო პროექტების ნუსხაში, რომელიც  შემდგომში გამოიცა ერთ კატალოგად. წარმატებებმაც არ დააყოვნა, მოქნილი ფასების და გადახდის პირობების შეთავაზებით საცხოვრებელი ბინები და არასაცხოვრებელი ფართები გაიყიდა რეკორდულად მოკლე დროში. ასე ჩაეყარა საფუძველი სამშენებლო დეველოპერულ კომპანია შპს „რუბიკონს".
     
დღეს კომპანია ქ. ბათუმის ცენტრში ამბიციურ პროექტს ახორციელებს. საფუძველი ჩავუყარეთ  17 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ჭავჭავაძის ქუჩა 93-ში. უდიდესი პასუხისმგებლობით ვუდგებით სამშენებლო თემატიკის თითოეულ დეტალს, ხარისხს, უსაფრთხოების ნორმებს, საცხოვრებელი კომპლექსის  ფასადების  ესთეტიურ მხარეს,  კომპანიის ყველაზე   ღირებული სავიზიტო ბარათი მოწესრიგებული სამშენებელო მოედანი და იქ არსებული დისციპლინაა.  ეს ჩვენი მოედანია, თქვენი მომავალი კომფორტული სახოვრებელი ადგილის შექმნა.  ჩვენ თვითდაჯერებულები  ვქმნით  ქალაქის მომავალ სახეს.